საზოგადოება
პარლამენტთან სამართალდამცველებმა 7 პირი დააკავეს
დეპუტატებს პარლამენტში შესვლა სტვენისა და შეძახილების ფონზე მოუწიათ. "მონებო, მონებო, გავრილოვის მონებო!"-ამ შეძახილებით მიმართავენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები პარლამენტის წევრებს.
პარლამენტთან შეხლა-შემოხლის შემდეგ სამართალდამცველებმა 7 პირი დააკავეს.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი შექმნა და არჩევნები გააყალბა.
პარლამენტთან გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.

Print