საზოგადოება
ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტის შენობის პიკეტირებას გეგმავენ
2 მარტს, დილის 9 საათიდან ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტის შენობის პიკეტირებას გეგმავენ. ისინი აცხადებენ, რომ დღევანდელი აქციის მიზანი დეპუტატებისთვის მშვიდობიანი ფორმით დისკომფორტის შექმნაა და არა მათთვის შენობაში შესვლის შეზღუდვა.
ფეხით შებრძანდნენ პარლამენტში და სანამ შევლენ, მოისმინონ პროტესტის ხმა აცხადებს თინა ბოკუჩავა

როგორც ოპოზიციური პარტიების ლიდერები აცხადებენ, საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება მშვიდობიანი აქტი იქნება, რითაც არჩევნების გაყალბებას და ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას გააპროტესტებენ.

Print