საზოგადოება
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს, ამჯერად ის პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს,
მთავრობის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ საუბრის მთავარი თემა პოლიტიკურ კრიზისს შეეხო.
"შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მსოფლიოსა და რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, მხარეებმა მიმართო ძალისხმევა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კონსტრუქციულ, დიალოგის რეჟიმში წარმართვისთვის", - წერია ადმინისტრაციის განცხადებაში.
საუბარი შეეხო კორონავირუსის ვაქცინაციის პროცესის დაწყებასაც და ამ მხრივ ევროკავშირის მხარდაჭერას.


Print