საზოგადოება
ილუზია არ უნდა შეიქმნას, რომ კორონავირუსი დავამარცხეთ - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ეპიდსიტუაცია მშვიდდება, თუმცა ილუზია არ უნდა შეიქმნას, რომ კორონავირუსული ინფექცია დამარცხდა.
გამყრელიძემ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან გასული ერთი წელი შეაფასა. როგორგ ის აცხადებს „ სექტემბრის შუა რიცხვებამდე ერთ-ერთი საუკეთესო პარამეტრები გვქონდა და მსოფლიოს პირველ ხუთეულში შევდიოდით.
შემდეგ შეგვექმნა ილუზია, რომ დავამარცხეთ კორონავირუსული ინფექცია, რეკომენდაციას აღარ იცავდნენ, ამას დაემატა დიდი პოლიტიკური პროცესი - წინასაარჩევნოდ ქვეყანაში დიდი მობილობა იყო, ასევე თვითონ არჩევნები, არჩევნების შემდგომ პერიოდში კი მობილობა გაზრდილი იყო სხვადასხვა დიდი შეხვედრის და შეკრების ხარჯზე. ამ ყველაფერმა მიგვიყვანა იქამდე, რომ სერიოზული მეორე ტალღა და დაზიანება მიიღო ქვეყანამ. თუ სექტემბრის შუა რიცხვებამდე ვიყავით პირველ ხუთეულ ქვეყანაში, ნოემბრის შუა რიცხვებში, როდესაც პიკზე ვიყავით, გადავინაცვლეთ პირველ ადგილზე, ოღონდ უარესი მაჩვენებლებით“,- განაცხადა გამყრელიძემ.

Print