საზოგადოება
ბორჯომის მერის მოადგილედ სოსო რაზმაძე დაინიშნა
ბორჯომის მერის მოადგილედ სოსო რაზმაძე დაინიშნა. რაზმაზე მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ, იურიდიულ, კულტურის,სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის, სოციალურ სამსახურსა და მერიის ა(ა)იპებს უხელმძღვანელებს.
ბორჯომის N1 საჯარო სკოლის დამტავრების შემდეგ, სოსო რაზმაძემ სწავლა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტიზე განაგრძო, ტექნიკური უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, 1993 წლიდან მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციებზე, დაამთავრა პოლიციის აკადემიის  სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი .

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. სოსო რაზმაძე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგა.

Print