საზოგადოება
"ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში სამართალდამცავებს არ უშვებენ

"ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მივიდნენ.


როგორც მათ ჟურნალისტებთან განაცხადეს, ნიკა მელიასთვის სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების გადაცემას აპირებენ.
"სასამართლოს მიერ გაცემულია განჩინება და მოვედით ადგილზე", - განაცხადა შსს-ს წარმომადგენელმა.
სამართალდამცავებს შენობაში შესვლის შესაძლებლობა ჯერჯერობით არ ეძლევათ.
ადგილზე ცოტა ხნის წინ ხმაური იყო.

 

Print