საზოგადოება
საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, 20 ივნისის საქმეზე ბრალდებულ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელონ.
სასამართლო პროცესს არ ესწრება ნიკა მელია.
სახელმწიფო ბრალდება ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 40 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლას ითხოვს.
დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ ნიკა მელია აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დარჩეს.

Print