საზოგადოება
ზურა დოიჯაშვილს 25 თებერვალს დაკრძალავენ
ზურა დოიჯაშვილს 25 თებერვალს დაკრძალავენ. საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტის, დავით ოქიტაშვილის ინფორმაციით, ზურაბ დოიჯაშვილს საქართველოში, სავარაუდოდ, 22 თებერვალს ჩამოასვენებენ. მისივე ინფორმაციით, პანაშვიდები ანჩისხატის ეკლესიაში იქნება.
მომღერალი ზურა დოიჯაშვილი 14 თებერვალს გარდაიცვალა. ზურა დოიჯაშვილი ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა. ის ბოლო პერიოდში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

Print