საზოგადოება
2021 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ბორჯომის მერია 872 000 ლარს დახარჯავს
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში ბორჯომის მერიამ მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დაიწყო.
პირველი შეხვედრა დღეს ახალდაბაში გაიმართა. სპორტული მოედნის მიმდებარე ტერიტორიის შემოიღობვა, მოწესრიგება და და სპორტული ინვენტარის შეძენა. ეს ის პრიორიტეტული საკითხებია, რომელიც ადგილობრივებმა თავად შეარჩიეს. დაბა ახალდაბაში აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად 40 000 ლარია გამოყოფილი.
საკონსულტაციო შეხვედრები 24 თებერვლამდე გაგრძელდება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სასურველ პროექტებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის 33 სოფელში შეარჩევენ.

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, 2021 წელს, 872 000 ლარი დაიხარჯება.

Print