საზოგადოება
რეგიონებში თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ბარიერი 3%-მდე მცირდება
საკრებულოების შემადგენლობა პროპორციული სისტემით არჩეულ წევრთა სასარგებლოდ შეიძლება გაიზარდოს. საარჩევნო ბარიერი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რეგიონების შემთხვევაში 4%-დან 3%-მდე მცირდება, ხოლო თბილისში 2.5%-იანი ბარიერი იმოქმედებს.
ეს სიახლე უკვე ასახულია შეთავაზებულ საარჩევნო ცვლილებებში.

პროექტი, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის მიერ იქნა ინიცირებული , თვითმმართველი თემის საკრებულო წარმოდგენილი იქნება პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული 20 წევრისა და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული 10 წევრისგან. თვითმმართველი ქალაქების (გარდა თბილისისა) საკრებულოები კი, დაკომპლექტდება პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული 20 წევრისა და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული 5 წევრის შემადგენლობით.
რაც შეეხება დედაქალაქს, "ქართულმა ოცნებაში" მომზადებული პროექტის გათვალისწინებით, თბილისის საკრებულო, კვლავ 50 წევრით იქნება წარმოდგენილი, რომელთაგან 10 წევრი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ტერიტორიაზე აირჩევა, ხოლო 40 წევრი – პროპორციული წესით.

Print