საზოგადოება
პროტესტი მიწისქვეშ - გაფიცულები შახტიდან არ ამოდიან
ტყიბულში, 11 მეშახტე სამუშაოს დასრულების შემდეგ შახტიდან ამოსვლაზე უარს აცხადებს. ისინი მიმდინარე თვის ხელფასის დაკლებას აპროტესტებენ და ამ დრომდე 300 მეტრის სიღრმეში რჩებიან, მათი მოთხოვნააა გონივრული ხელფასის დარიცხვა.
მეშახტეების გაფიცვას კომპანია “საქნახშირი” გამოეხმაურა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ადმინისტრაციულ N4 ნახშირმომპოვებელი უბნის თანამშრომლები გაურკვეველი მიზეზით, უარს აცხადებენ შახტიდან ამოსვლაზე, რამაც გამოიწვია უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევა და ავარიული სიტუაცია.
თანამშრომელთა უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, კომპანიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, უსაფრთხოების წესების დარღვევის ლიკვიდაციამდე, (მიმდინარე წლის 11 თებერვლის 23:55 საათიდან) შეჩერდა N4 ნახშირმომპოვებელ უბანში შახტის დამხმარე ჭაურით ხალხის ჩაყვანა. აღნიშნული ჭაურით მოხდება იმ პერსონალის ჩაყვანა და ამოყვანა, რომლებიც უზრუნველყოფენ შახტის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებას.

Print