ახალი ამბები
"მოგვეცით მუშაობის საშუალება" - საპროტესტო აქცია ახალქალაქში
ამ წუთებში, ახალქალაქში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივები შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ. კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ამ ფორმით გაპროტესტება სოციალური ქსელით დაიგეგმა. ადგილობრივები ქალაქის ცენტრში არიან შეკრებილები.

"მთავარი მოთხოვნა საზღვრების გახსნაა. ადგილობრივმა კაცებმა, ჩაკეტილი საზღვრების გამო ვეღარ შეძლეს საქართველოდან სამუშაოდ წასვლა და ოჯახების რჩენა" - ამბობენ აქციის მონაწილეები.





ინფორმაციას jnews ავრცელებს.
Print