ახალი ამბები
გიორგი დიასამიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება
ასპინძაში მცხოვრებ, გიორგი დიასამიძეს, საზოგადოების დახმარება სჭირდება. 22 წლის გიორგის გულის ტრანსპლანტაცია სჭირდება. ახალგაზრდას დილატაციური კარდიომიოპათია დაუდგინდა.

ოპერაციის გასაკეთებლად, რომელიც ბელარუსში იგეგმება 100 000 დოლარია საჭირო.

გიორგის დასახმარებლად შექმნილია ანგარიშის ნომრები:

TBC, თიბისი: GE86TB7184345061100111
Bank of georgia,საქართველო : GE20BG0000000498605864
lIBERTY, ლიბერთი: GE60LB0711142229337000
მიმღები: ნათია დიასამიძე

"ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ მსგავსი პოსტის დაწერა მეც მომიწევდა, სიტყვები არმყოფნის გადმოვცე ის ემოცია რასაც ახლა ვგრძნობ.
სიცოცხლით აღსავსე ახალგაზრდა, ბიჭი,ძმა,რომლისთვისაც თვალებში შეხედვაც კი მერიდება....ვხედავ როგორ იბრძვის ვითომ ნერვიულობის გარეშე,მაგრამ თავლებში იკითხება ყოველივე ის რასაც ვერ გადმოსცემს...

ჯერ მხოლოდ 22 წლისაა და წინ დიდი მომავალი აქვს...ნიჭიერი,მხატვარი, სასწაული ხელის მქონე შეუძლებელია სხვა სტატუსით მოვიხსენიო...." წერს სოციალურ ქსელში გიორგის და.

Print