საზოგადოება
ექსტრემალური სრიალი ტაბაწყურის გაყინულ ტბაზე (ვიდეო)
ტაბაწყურის ტბა ბორჯომიდან 60 კილომეტრში მდებარეობს. გაყინული ტბა და მის ირგვლივ გაშენებული სოფელი ტაბაწყური შთამბეჭდავი სანახავია.
ბორჯომიდან სოფლამდე მისასვლელი გზა დიდთოვლობის გამო ნოემბრიდან იკეტება და გაზაფხულამდე ამ დასახლებამდე მისვლა ავტომობილით ახალქალაქის გავლით, შემოვლითი გზით არის შესაძლებელი, თუმცა ექსტრემალური თავგადასავლების მოყვარულები ბაკურიანიდან ტაბაწყურში ბურანებით გადადიან და იშვიათი სანახაბებით მიღებულ სიამოვნებასთან ერთად ტბაზე სრიალსაც ასწრებენ.

ტბაზე სრიალის  ვიდეოს სოციალურ ქსელში კობა ღონღაძე ავრცელებს


Print