საზოგადოება
ავტომანქანის ძველი ნომრები 1 აპრილამდე უნდა შეიცვალოს
სატრანსპორტო საშუალების ძველი კომბინაციის ნომრები 2021 წლის პირველ აპრილამდე უნდა შეიცვალოს. ძველი ნომრების ახალი კომბინაციის ნომრებით შეცვლა შსს-ს მომსახურების სააგენტოში 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

სანომრე ნიშნის ახლით შეცვლა როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირს 72 ლარი დაუჯდება [ბანკის საკომისიოს ჩათვლით]
. თუმცა განსხვავებული ტარიფი აქვს ფასიან ნომრებს.

ფასიანი ნომრების შემთხვევაში:

• თუ მოქალაქე იმავეფასიან ნომერში გადაცვლის ნომერს, რაც ადრე ჰქონდა გადახდილი, ჯამში ეს პროცედურა 72 ლარი დაუჯდება [ამაში შედის ბანკის საკომისიო, ტექპასპორტის შეცვლა და ნომრის ბეჭდვა]. ანუ, ნომრის საფასურს ხელახლა აღარ იხდის.
• თუ უფრო მაღალფასიან ნომერში გადაცვლის, ამ შემთხვევაში სხვაობა რაც იქნება ფასებს შორის, იმ სხვაობას იხდის და ამატებს მხოლოდ ტექპასპორტის შეცვლის 36 ლარს.

Print