საზოგადოება
დიდთოვლობის გამო ბათუმიდან ურეკამდე ავტომანქანებს გადაადგილება უჭირთ
უხვმა ნალექმა აჭარაში საავტომობილო გზებზე პრობლემები შექმნა. ბათუმის გამოსასვლელიდან, ურეკამდე მოძრაობა გართულებულია. დიდთოვლობის გამო ავტომანქანებს გადაადგილება უჭირთ, რის გამოც საცობში უწევთ დგომა.

მოქალაქეები, რომლებიც უკვე საათებია საცობში დგანან, შიშობენ, რომ კომენდანტის საათის დაწყებამდე დანიშნულების ადგილას მისვლას ვერ მოასწრებენ.

Print