საზოგადოება
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი საქართველოსგან ოქონის ხატ-ტრიპტიკონის გადაცემას ითხოვს
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ქართული მხარისგან იმ ხატის გადაცემას მოითხოვს, რომელიც გორის მფარველად მიიჩნევა. საუბარია ოქონის ისტორიულ ხატ-ტრიპტიკონზე, რომელიც ერთდროს ელენე დედოფლის მზითვიც იყო, უფრო ადრე კი თამარ მეფეს და სამეფო კარს უკავშირდებოდა.
ისტორიკოსები ამბობენ, რომ ხატი საქართველოში ბაგრატ მეოთხის მეფობის დროს შემოიტანეს, კერძოდ ის ელენე დედოფალმა ბიზანტიიდან შემოიტანა. მოგვიანებით, თამარ მეფის დროს გორში აშენდა ტაძარი სადაც ხატიც იყო დასვენებული, საქართველოს გასაბჭოების პერიოდში მან ცხინვალის მუზეუმში გადაინაცვლა, შემდეგ კი დაიკარგა. 2001 წესლ ხატი კრისტის აუქციონზე აღმოაჩინეს, სადაც რუსეთის მოქალაქე მას 2 მილიონ დოლარად ყიდდა, მაშინდელმა ხელისუფლებამ ხატი საქართველოში დააბრუნა.
ჟენევის ფორმატით გამართულ ბოლო მოლაპარაკებაზე დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლემა მურად ჯიოევმა თქვა, რომ მათ ხატის ცხინვალში დაბრუნება სურთ. მან ეს წინადადება იმ დროს წამოაყენა, როცა ქართული მხარე უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვდა.
მისი თქმით, ეს წმინდათ ჰუმანიტარული საკითხია და მზად არიან ამ თემაზე მანამდე ისაუბრონ, სანამ ქართულ მხარე ხატს არ დააბრუნებს. ისტორიკოსი, ელდარ მამისთვალაშვილი, ამბობს, რომ პარადოქსია, რადგან რა შუაშია ამ ხატთან სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი გაუგებარია.
"ეს ხატი არის ერთიანი ქართული კულტურის და სულიერების ნიმუში და ეს არის ჩვენი, ერთიანი სახელმწიფოს საკუთრება. მე-19 საუკუნემდე ინახებოდა აქ, სამწუხაროა, რომ ცხინვალის მუზეუმიდან გაქრა და ამის მიზეზი იყო ფული, იქნა გაყიდული", - თქვა მამა გიორგიმ.
"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, ჯიოევს პირდაპირ არ უთქვამს, რომ ხატის გადაცემის სანაცვლოდ ისინი უკანონო პატიმრებს გაათავისუფლებენ, თუმცა ეს იყო მინიშნება.


Print