საზოგადოება
მამუკა ხაზარაძე და ალეკო ელისაშვილი პირდაპირ ეთერში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე და „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი „რუსთავი2“-ის ეთერში ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
სიტყვიერი დაპირისპირება ოპოზიციის ერთიან ფორმატში მიმდინარე შეხვედრის თაობაზე გაკეთებულ განცხადებებს მოჰყვა.

"20 ივნისის მერე რა ნამუსით გეძინა, მაშინ საქართველო არ გაგხსენებია?.. სანამ პრობლემა არ შეგიქმნეს ქვეყანა არ გაგხსენებია, ჰო, და ღირსებაზე მელაპარაკები , - უთხრა ელისაშვილმა მამუკა ხაზარაძეს.

მამუკა ხაზარაძე კი ელისაშვილის მონოლოგს "ოცნების" დავალებად მიიჩნევს - "კიდევ? კიდევ რა დაგავალა "ოცნებამ"? - ჰკითხა "ლელოს" ლიდერმა ოპონენტს.
ელისაშვილმა ასე ბრალი დასდო ბადრი ჯაფარიძეს, რომ ის “ოცნებასთან” შეხვედრებს მართავდა- რაზეც, ხაზარაძემ ელისაშვილს უთხრა, დაემტკიცებინა ამ შეხვედრების ნამდვილობა - “დაურეკე კობახიძეს და დაგიდასტუროს... თქვენ ხართ მატყუარა, არ დაგინახოთ ოპოზიურ შეხვედრაზე მოსული... ხელსაც არ ჩამოგართმევ”.
-“ბანკირებისგან და ხალხის მყვლეფავებისგან რა უნდა გაგიკვირდეს” - თქვა ელისაშვილმა რეპლიკის სახით.
მამუკა ხაზარაძემ ასევე უთხრა ელისაშვილს, რომ ის მატყუარაა და იკითხა - “რას ემსახურება ეს ლაპარაკი? ვის დაკრულზე დადიხარ გაარკვიე”.
ორ პოლიტიკოსს შორის დაპირისპირება ლამის ფიზიკურ შეხლა-შემოხლამდე მივიდა, მათ შორის ჟურნალისტები, იაგო ხვიჩია და დაცვის წევრი ჩადგნენ.


Print