საზოგადოება
ყველაზე ეფექტური საშუალება არის ვაქცინაცია, ამაზე უკეთესი შესაძლებლობა არ არსებობს - მეუფე დიმიტრი
მეუფე დიმიტრის განცხადებით, ეპიდემიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება ყოველთვის იყო ვაქცინაცია.და იგი რელიგიური ცხოვრებისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. ამის შესახებ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრიმ მრევლთან ქადაგებისას ისაუბრა,

"ჩვენ ყველას გვახსოვს მოზრდილ ასაკში, რომ სკოლაში, საბავშვო ბაღში ყველგან გვცრიდნენ და ეს იყო არა შემთხვევით, არამედ წინა, ძალიან მკაცრი პანდემიებით გამოწვეული. მე მინდა გითხრათ, რომ საუკუნეების გამოცდილებით, ყველაზე ეფექტური საშუალება არის ვაქცინაცია, ამაზე უკეთესი შესაძლებლობა არ არსებობს. ბიბლია გვასწავლის, გამოიძიეთ, გამოიკვლიეთ და სცანით ჭეშმარიტება...

რამდენიმე ხნის წინ საბერძნეთის ერთ- ერთი მღვდელმთავარი, რომელიც ადრე საერო ცხოვრების დროს ამერიკის კოსმოსურ სააგენტო "ნასაში" მოღვაწეობდა, არის პროფესიით გამორჩეული ექიმი და პროფესორი, თავის პუბლიკაციაში წერდა, რომ ელადის წმინდა სინოდმა დაავალა, შეესწავლა, რამდენად უსაფრთხოა ვაქცინა ადამიანის რელიგიური ცხოვრებისთვის და ის ამბობს, რომ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთო, რომ არანაირი საფრთხე ამ ვაქცინაში რელიგიის კუთხით არ არსებობსო. მე მინდა, რომ ეს ასე იყოს და ღვთის მადლით, ასეც იქნება", - განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.

Print