საზოგადოება
„ქვეყანაზე ეს მადლი ღვთისა გადაგვარჩენს“ - კათოლიკოს - პატრიარქი
სამების საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქმა ილია მეორემ წყლის კურთხევის რიტუალი შეასრულა.
"ქვეყანაზე ეს მადლი ღვთისა გადაგვარჩენს ჩვენ, მადლი ღვთისა იქნება უხვად მფარველი ჩვენი. ახლა ეზოში გავიდეთ და შევასრულოთ წყლის კურთხევა", - განაცხადა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა რიტუალის შესრულებამდე.
წყლის კურთხევის რიტუალი სამების საკატედრო ტაძრის ეზოში ჩატარდა.
რელიგიური სწავლების თანახმად, ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული მდინარე იორდანეს მადლი ენიჭება და უხრწნელ თვისებებს იძენს. მორწმუნეებს მისი მიღება უზმოზე შეუძლიათ, განსაკუთრებით – ავადმყოფობისა და განსაცდელების დროს.

საეკლესიო სწავლებით, ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება გაცხადდა. ასევე ნათლობა დაწესდა.


Print