საზოგადოება
ვინც კორონავირუსი გადაიტანა, ვირუსის მიმართ იმუნიტეტი 5 თვის განმავლობაში ექნება
„ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის“ მეცნიერების მიერ ჩატარებულ კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, ვირუსის მიმართ იმუნიტეტი მინიმუმ 5 თვის განმავლობაში აქვთ, აღნიშნული. კვლევის პირველადი შედეგების თანახმად, იმ ადამიანების ხელახლად დაინფიცირების შანსი, რომლებსაც კოვიდ 19-ის ანტისხეულები აქვთ, ძალიან დაბალია. კერძოდ, კვლევაში ჩართული 6 614 ადამიანიდან, რომელსაც ვირუსი გადატანილი ჰქონდა, ხელმეორედ მხოლოდ 44 დაინფიცირდა.

ამასთან, კვლევის ავტორი მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ადამიანები, რომლებმაც ინფექცია გადაიტანეს და ე.წ. „ბუნებრივი იმუნიტეტი“ გამოუმუშავდათ, შესაძლოა, ვირუსის მატარებლები და გამავრცელებლები მაინც იყვნენ.
აღსანიშნავია, რომ კვლევა, ამ ეტაპზე, ვაქცინაციის შედეგად გამომუშავებულ ანტისხეულებზე ან იმუნურ რეაქციაზე არ ჩატარებულა.


Print