საზოგადოება
თემურ წიკლაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა
მომღერალ თემურ წიკლაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა. წიკლაურის მკურნალობაში, ონლაინ რეჟიმში, გერმანელი პროფესორები არიან ჩართული და მათი შეფასებით, პროცესი სწორი მიმართულებით მიმდინარეობს.

,,ყველა გახარებულია, რადგან მისი გამოჯანმრთელების იმედი გაგვიჩნდა. მართვით სუნთქვაზე ალბათ, მინიმუმ 3 კვირა კიდევ იქნება. თემურ წიკლაურს გერმანიაში მეგობრები ჰყავს. ონლაინ რეჟიმში არიან ჩართულები გერმანელი პროფესორები და ძალიან კმაყოფილები არიან. ისინიც ადასტურებენ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება არის და მკურნალობა სწორი მიმართულებით მიმდინარეობს",
- აცხადებს მომღერალი ნუდზარ კვაშალი.

თემურ წიკლაურს კორონავირუსი დაუდასტურდა, იგი თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული.

Print