საზოგადოება
"არც მხარდამჭერი არ ვიქნები მე „ქართული ოცნების“. - ბიძინა ივანიშვილი
"ოცნების" ყოფილმა თავმჯდომარემ და პოლიტიკიდან წასულმა ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ აღარ აპირებს გუნდისთვის კონსულტაციების მიცემას, ჩემი მაქსიმალური მოქალაქეობრივი აქტიურობა იქნება არჩევნებზე მისვლა და იქ ჩემი პოზიციის დაფიქსირება.- განაცხადა მან "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში

,,მე ვუბრუნდები ჩემს ყოფით ცხოვრებას, რომელიც ძალიან მომწონდა და დღესაც მომწონს. ე.ი. რა, რომ მე არც კონსულტაციები მექნება, არც მხარდამჭერი არ ვიქნები მე "ქართული ოცნების". ჩემი მოქალაქეობრივი მაქსიმალური აქტიურობა არჩევნებზე მისვლა და იქ ჩემი პოზიციის დაფიქსირება იქნება. არანაირი ინტერვიუ, საჯარო განცხადება, არანაირი დარეკვა რომელიმე გუნდს წევრზე, რომელებიც ძალიან მიყვარს და რომელთაც დიდ პატივს ვცემ, არანაირი შენიშვნის მიცემა, რომ შენ ეს კარგად არ გააკეთე ან არ გამოგივიდა. მე გუნდთან რამდენჯერმე გავიმეორე, რომ ნუ დაელოდებით ჩემგან შენიშვნებს, ამ მხრივ თქვენ აბსოლუტურად თავისუფალი იქნებით. პირიქითაც ნუ აკადრებთ თქვენს თავს და ნურც მე მაკადრებთ. ნუ დამირეკავთ და ნუ დამისვამთ კონსულტაციებზე რჩევისთვის შეკითხვებს. აი, ეს არის განსხვავება იმაში, რაც იყო ადრე და რაც არის დღეს. ადრე რაც იყო და როგორც ვამბობდი, ისე ვაკეთებდი. დღესაც ვარწმუნებ საზოგადოებას, რომ სწორედ ისე შევასრულებ, როგორც ვამბობ", - თქვა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.


Print