საზოგადოება
ზეთი 27%-ით, რძის ნაწარმი 11%-ით, გაძვირდა
"საქსტატმა" დეკემბრის ინფლაციის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2020 წლის დეკემბერში წლიური ინფლაციის დონემ 2.4 % შეადგინა. "საქსტატის" მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში ზეთი 27%-ით, რძის ნაწარმი 11%-ით, პური და პურპროდუქტები 7%-ით, თევზეული კი 8.8%-ით გაძვირდა.
ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (27.2 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (13.4 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (11.3 პროცენტი), თევზეული (8.8 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (8 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (7 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (4.5 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (3.3 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.7 პროცენტი).
ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება (11.2 პროცენტი), მინის ჭურჭელი, მაგიდის და საოჯახო ჭურჭელი (11.2 პროცენტი), ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი (9.1 პროცენტი), ინსტრუმენტები, მოწყობილობა და ტექნიკა სახლისა და ბაღისთვის (8.2 პროცენტი), საოჯახო საფეიქრო ნაწარმი (6.7 პროცენტი), გამათბობელი და საჭმლის მოსამზადებელი მოწყობილობა, მაცივრები, საყინულეები, სარეცხი მანქანები და სხვა საყოფაცხოვრებო საგნები, დაყენებისა და რემონტის ჩათვლით (5.9 პროცენტი). ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 8.6 პროცენტიანი მატება.
შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.56 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

Print