საზოგადოება
ახალი წლიდან მოსახლეობისთვის დენი 3.5 თეთრით გაძვირდება
მომავალი წლიდან მოსახლეობისთვის დენი 3.5 თეთრით გაძვირდება, კომერციული ობიექტებისთვის კი 11-13 თეთრით – გადაწყვეტილება სემეკმა მიიღო.
კომერციული ობიექტებისთვის, ტარიფი შესაძლოა გაიზარდოს 11, 12, ან 13 თეთრით, რაც როგორც დავით ნარმანიამ განმარტა, დამოკიდებულია თუ რამდენ ელექტროენერგიას მოიხმარენ კომერციული ობიექტები.

"დავიანგარიშეთ ტარიფები, მოსახლეობისთვის ტარიფების ზრდა შეადგენს სამნახევარ თეთრს, რაც შეეხება კომერციულ მომხმარებელს, აქ სამი ტიპის ძაბვის საფეხური გამოიყოფა, თითოეული ძაბვის საფეხურზე დადგენილია ცალ ცალკე ტარიფები, 11, 12 , 13 თეთრი" –ამბობს სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანი
დენის ახალი ტარიფები შემდეგნაირად განისაზღვრა:
"თელასის" მომხმარებლებისთვის

0–101 კვტ. სთ თვეში – ძველი ტარიფი 14.544თ ახალი ტარიფი 18.041თ
101–301 კვტ. სთ თვეში – ძველი ტარიფი 18.556თ ახალი ტარიფი 22.053თ
301 კვტ. სთ თვეში და მეტი – ძველი ტარიფი 23.040 თახალი ტარიფი 26.537თ
"ენერგო პრო ჯორჯიას" მომხმარებლებისთვის
0–101 კვტ. სთ თვეში – ძველი ტარიფი 14.237თ ახალი ტარიფი 17.731თ
101–301 კვტ. სთ თვეში – ძველი ტარიფი 18.213თ ახალი ტარიფი 21.707თ
301 კვტ. სთ თვეში და მეტი – ძველი ტარიფი 22.733თ ახალი ტარიფი 26.227თ

Print