საზოგადოება
ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვა, მხოლოდ ახალ წელს და შობას მოიხსნება
24 დეკემბრის შემდეგ კომენდანტის საათი ისევ ძალაში რჩება. ამის შესახებ კომენტარი საკოორდიანციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგე ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, გამონაკლისი კი მხოლოდ ახალ წელს და შობას დაიშვება. ამის მიუხედავად, ცქიტიშვილის თქმით, მათი მოწოდებაა, რომ ვიწრო საოჯახო წრეში აღინიშნოს ახალი წელი.

"ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა 21 საათიდან დილის 5 საათამდე და ისევ ძალაში რჩება გამონაკლისი საახალწლო ღამის და შობის ღამის. გამონაკლისების მიუხედავად, მოვუწოდებთ მოსახლეობას, ვიწრო საოჯახო წრეში აღნიშნონ საახალწლო დღესასწარული", - თქვა მაია ცქიტიშვილმა.

Print