საზოგადოება
ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით პარლამენტში მწვავე დისკუსია შედგება - გიორგი გახარია
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ იმედი გამოთქვა, რომ ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით პარლამენტში მწვავე დისკუსია შედგება. პრემიერის განცხადებით, ბიუჯეტი ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტია და მის განხილვაში მონაწილეობა ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა მიიღოს,

"ბიუჯეტი გახლავთ ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, რომლის განხილვაც უნდა დაიწყოს პარლამენტში და უკიდურესად მნიშვნელოვანია ამ განხილვებში მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც ნდობა გამოუცხადა საქართველოს მოქალაქემ და შესაბამისად, დაავალა მსგავს, ქვეყნისთვის სისტემურად მნიშვნელოვანი დოკუმენტების განხილვაში მონაწილეობა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ასეც მოხდება და უახლოეს პერიოდში, ახალ წლამდე გვექნება შესაძლებლობა საინტერესო, თუმცა მწვავე დისკუსიის, ამ ბიუჯეტის ირგვლივ",- განაცხადა გახარიამ.

Print