ახალი ამბები
იზოლაციის შემდეგ დაბადებული ტყუპები ბორჯომში
თვითიზოლაციაში ყოფნის შემდეგ, მშობიარე ქალმა ბორჯომში ორი ტყუპი გააჩინა. და-ძმა, დეა და დანიელ ქიმერიძეები თავს კარგად გრძნობენ. ორივე მათგანი 2კგ და 600 გრამი დაიბადა. ბავშვების დედაა ახალციხიდანაა.

"მშობიარე ქალი ახალციხიდანაა. იქ საბავშვო ბაღში მუშაობს და ყველა თანამშრომელი იზოლაციაში იმყოფებოდა. მას არ ჰქონდა კორონავირუსი დადასტურებული. როდესაც სამშობიარო ტკივილები დაეწყო, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ახალციხის სამშობიარო განყოფილებაში ვერ მოხდა ფეხმძიმის შეყვანა. მოხდა გადამისამართება შედარებით უსაფრთხო დაწესებულებაში. ამის შემდეგ მშობიარე ქალი ჩვენთან შემოიყვანეს და მელევე დაიბადა ორი ტყუპი და-ძმა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ტყუპები თავს კარგად გრძნობენ მშობლებთან ერთად" - ამბობს გინეკოლოგი ელენე საბაშვილი.

აღსანიშნავია ისიც, რომ გუშინ, 27 ოქტომბერს ტყუპი და-ძმის გარდა, სამშობიაროში კიდევ 3 ახალშობილი დაიბადა. ერთ დღე-ღამეში ბორჯომში ოთხმა ფეხმძიმე ქალმა იმშობიარა და ამ ქვეყანას ხუთი ბავშვი მოევლინა.

Print