ახალი ამბები
ბორჯომში „მუნიციპალური ახალგაზრდული საქმიანობის“ დანერგვა იწყება
ბორჯომში, ახალგაზრდობის სააგეტომ მისი სამწლიანი რეფორმის ერთ–ერთი მიმართულება - „მუნიციპალური ახალაგზრდული საქმიანობა“ დაიწყო. წელს ახალგაზრდების საჭიროებების კვლევაზე დაფუძნებით ადგილზე ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება მოხდება.

ახალგაზრდულ საქმიანობას 12 საპილოტე მუნიციპალიტეტთან ერთად, წელსვე დამატებით 4 მუნიციპალიტეტში დანერგავს, მათ შორისაა ბორჯომის მუნიციპალიტეტი.

მხარეებს შორის მემორანდუმი გაფორმდა, დღეს კი საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.

პროცესში, ადგილობრივი თვითმმართველობების ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელი თანამშრომლები მიიღებენ, რომლებსაც სააგენტო „მუნიციპალურ ახალგაზრდულ მუშაკებად“ გადაამზადებს.

სამწლიანი რეფორმის ფარგლებში სააგენტო მუნიციპალურ ახალგაზრდული პოლიტიკას საქართველოს 64–ივე მუნიციპალიტეტში დანერგავს, რაც ხელს შეუწყობს ადგილზე მდგრადი და ეფექტიანი ახალაგზრდული სფეროს ეკოსისტემის შექმნას.

Print