საზოგადოება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 ოქტომბერს "კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისას" დღესასწაულს აღნიშნავს.
დღესასწაულთან დაკავშირებით 10.00 საათზე სვეტიცხოვლის ტაძარში წირვა ჩატარდება, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია მეორე აღავლენს.
საპატრიარქოს ინფორმაციით, პანდემიის გამო, ხალხის უსაფრთხოების მიზნით, მომლოცველებს ტაძრის ეზოში ტემპერატურას გაუზომავენ. აუცილებელია პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა.

Print