საზოგადოება
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლობას აღნიშნავს
21 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლობის შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა აღევლინება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს მახათას მთაზე მდებარე ტაძარში ელოდებიან.
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ხსენება, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის დღესასწაული, უძველესი დროიდან, ჯერ კიდევ IV საუკუნეში დადგინდა.


Print