არჩვნები 2020
,,პირველი ვიქნები თუ ბოლო ნომერი, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“, - გიორგი გახარია
"ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რომელი ნომერი ვიქნები. მერწმუნეთ, რომ ამით არ არის განსაზღვრული ის ძალისხმევა, რომლითაც მე ვიბრძოლებ ამ გამარჯვებისთვის უახლოესი თვეების განმავლობაში", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა,
როგორც გახარია აცხადებს ამ ეტაპზე პირველი ათეული ცნობილი არ არის.
"ჯერ პირველი ათეული ცნობილი არ არის. ზოგიერთებს რომ ეჩქარებათ, ჩვენ საქმე გვაქვს გასაკეთებელი და მაგასაც მოვასწრებთ. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რომელი ნომერი ვიქნები. მერწმუნეთ, რომ ამით არ არის განსაზღვრული ის ძალისხმევა, რომლითაც მე ვიბრძოლებ ამ გამარჯვებისთვის უახლოესი თვეების განმავლობაში. პირველი ვიქნები თუ ბოლო ნომერი, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს", - განაცხადა პრემიერმა.


Print