Error
საზოგადოება
უნიკალური აღმოჩენა ბორჯომში, ბერის საყდრებთან აკლდამა აღმოაჩინეს
ბორჯომში, ყვიბისის მახლობლად, ბერის საყდრების მამათა მონასტერთან არქეოლოგებმა აკლდამა აღმოაჩინეს.

აკლდამაში , სამარხთან ერთად მონეტა და კერამიკისაგან დამზადებული სხვადასხვა ნივთები იყო დაფლული, რომელთა შესწავლაც ძალიან მნიშვნელოვანია ბორჯომის ისტორიისა და კულტურისათვის.

არქეოლოგები თვლიან, რომ აკლდამა სავარაუდოდ X-XI საუკუნეშია აგებული, სავარაუდოდ იგი იმ ბერების საძვალეა, რომლებიც იმ პერიოდში აქ არსებულ მონასტერში მოღვაწეობდნენ.

ბერის საყდრები ყვიბისის აღმოსავლეთით 4 კმ-ზე მდებარეობს . მის მშენებლობას წმინდა გრიგოლ ხანძთელის მოწაფეების, თეოდორესა და ქრისტეფორეს სამცხეში მოღვაწეობას უკავშირებენ. სხვა ეკლესია-მონასტრებთან ერთად, რომლებიც იმჟამად აშენდა გრიგოლ ხანძთელის და მისი მოწაფეების ძალისხმევით, ბერის საყდრებსაც განსაკუთრებული ადგილი ეკავა ბორჯომის ისტორიასა და განვითარებაში. .

არქეოლოგიური სამუშაოები ბერის საყდრებთან ერთი თვის განამავლობაში მიმდინარეობდა. არქეოლოგები ბერის საყდრებს დღესაც ესტუმრნენ, როგორც ისინი ამბობენ, კვლევა გრძელდება და სამარხის საბოლოოდ შესწავლის შემდეგ ბევრი საინტერესო დეტალი გახდება ცნობილი.


Print