საზოგადოება
ახალდაბაში აგვისტოს ომში დაღუპული გმირების მემორიალი, ყვავილებით შეამკეს
ახალდაბაში, 8 აგვისტოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა, მერის მოადგილემ ბუბა ბერიძემ,კულტურის სამსახურის უფროსმა მარინა ხუჯაძემ და საკრებულოს დეპუტატებმა,აგვისტოს ომში დაღუპული გმირების დევი ჩადუნელისა და შალვა გაბუნიას სახელობის მემორიალი, ყვავილებით შეამკეს.
გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებლად, სასულიერო პირებმა პანაშვიდი გადაიხადეს.


Print