საზოგადოება
დღეს პატრიარქს შევხვდი - უწმინდესმა ჯანმრთელობა და გამძლეობა მისურვა, - ვანო მერაბიშვილი
საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ინფორმაციით, დღეს ის სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს შეხვდა. ამის შესახებ ვანო მერაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შევხვდი და ციხეში გატარებულ პერიოდზე ვისაუბრეთ.
უწმინდესმა ჯანმრთელობა და გამძლეობა მისურვა", - წერს ვანო მერაბიშვილი "ფეისბუქში"


Print