Error
საზოგადოება
რაც მოხდა, იმაზე აგოს პასუხი, - გოგი თოფაძე ბუსა ჟვანიაზე
ბუსა ჟვანიასთან მოლაპარაკებები არ ექნება და მან ჩადენილთან დაკავშირებით პასუხი უნდა აგოს.განაცხადა გოგი თოფაძემ ჟურნალისტებთან. როგორც მან თქვა ურეკავენ, თუმცა, მოლაპარაკებებზე წასვლას არ აპირებს.
"ყველამ კარგად იცის, რაც გააკეთა და აგოს პასუხი. მირეკავენ ვიღაცები, ყველასთან დავამთავრე საუბარი, რაც მოხდა, იმაზე აგოს პასუხი, მითუმეტეს, პირველი შემთხვევა ეს არ არის. არავითარი მოლაპარაკება მაგასთან არ მექნება...
ის კაცი, ვინც ეს ჩაიდინა, ჯერ საავადმყოფოში მოვარდა დილის 08:30 საათზე, შევარდა, ვითომ დაჭრილია, გაიკეთა დიდი რაღაც, მერე საღამოს კიდევ მოვიდა, ექიმიც მოიყვანა და კიდევ დაწვა საავადმყოფოში... რატომ? რომ გადარჩეს, მაგრამ ვერ გადარჩება", - განაცხადა თოფაძემ.

თბილისში გოგი თოფაძის შვილიშვილის ლევან თოფაძის. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია. დაჭრილია თავად ჟვანიაც.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ლევან თოფაძეს მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

Print