საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტმა ივანე კუპრაძე, ღირსების ორდენით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა ივანე კუპრაძე, რომელიც 2018 წელს ტყის ხანძარს შეეწირა, თავდადებული საქმიანობისა და ქვეყნის სიყვარულისთვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დაცვის განყოფილების უფროსი ივანე კუპრაძე 2018 წლის 5 სექტემბერს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გაჩენილი ხანძრის ქრობის დროს წაქცეულმა ხემ იმსხვერპლა. ,,ტყის გმირი" ვანო კუპრაძე ეროვნულ პარკში 2001 წლიდან მუშაობდა.ის საქმისადმი სიყვარულით, ერთგულებით და პროფესიონალიზმით გამოირჩეოდა, რისთვისაც არაერთხელ აქვს მიღებული მადლობის სიგელი
დღეს, მსოფლიო რეინჯერთა დღეს აღნიშნავს.















Print