საზოგადოება
სამართალდამცავებსა და ატივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა
შსს. სამინისტროსთან სამოქალაქო აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება აქციაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც აქტივისტებმა გზის გადაკეტვა სცადეს.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, დაკავებულია რამდენიმე აქტივისტი.

"სამი ადამიანია დაკავებული, ზუსტად არ ვიცი, ვინ არიან, მაგრამ ჯერ სამია. სიმბოლურად ერთ წუთიანი პერფორმანსი უნდა გაკეთებულიყო გზაზე და დაბრუნდებოდა ხალხი უკან და დაიწყეს გაწევ-გამოწევა", - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

მისი თქმით, "სისტემა უნდა დაინგრეს და დაინგრევა კიდეც".
ჯერჯერობით უცნობია დაკავებული არიან თუ არა აქტივისტები. შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ინფორმაციას ამოწმებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სამოქალაქო აქტივისტები ბოლო პერიოდში გახმაურებული საქმეების ობიექტურად გამოძიებას ითხოვენ.



Print