საზოგადოება
ბაზრებსა და ბაზრობებზე კონტროლი გამკაცრდება
უწყებათაშორის საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე გარდაბნის მუნიციპალიტეტი არ ჩაკეტილა, თუმცა მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განმარტა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში გააქტიურდება თერმოსკრინინგი და ბაზრებში კონტროლი გამკაცრდება.

,,მივიღეთ გადაწყვეტილება, ბაზრებსა და ბაზრობებზე კიდევ უფრო გამკაცრდეს კონტროლი, კიდევ უფრო გამკაცრდეს პროცესი და ინტენსიურ ფაზაში გადავიდეს თერმოსკრინინგი, შესაძლო სიმპტომების მქონე ადამიანები მყისიერად იქნენ გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებებში, ჩაუტარდეთ მათ ტესტები. ყველა ეს ღონისძიება, რომელიც დღეს იქნა მიღებული და რომელიც კიდევ უფრო ინტენსიურად გაგრძელდება მუნიციპალიტეტსა და აღნიშნულ ბაზრობებზე, მიზნად ისახავს მეტ კონტროლს, რომ რაიმე უფრო გართულებისკენ არ წავიდეს“, - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.


Print