საზოგადოება
ჩაიკეტება თუ არა გარდაბნის მუნიციპალიტეტი ამის შესახებ დღეს იმსჯელებენ
დღეიდან გარდაბანის რამდენიმე სოფელში, სადაც ბოლო 20 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გაფართოებული ტესტირება იწყება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვემო ქართლში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ვითარდება, არასახარბიელოა.

მისივე თქმით, გარდაბანის რამდენიმე სოფელში სადაც ბოლო 20 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, გაფართოებული ტესტირება იწყება.

„ჯერჯერობით კორონავირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევებს შორის ჭარბობს იმპორტირებული შემთხვევები, რომლებსაც ჩვენ დროულ იდენტიფიკაციას ვუკეთებთ და გადაგვყავს სამკურნალოდ. გვაღელვებს მდგომარეობა, რომელიც ვითარდება ქვემო ქართლში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში. გვინდა, რომ მთლიანად გავტესტოთ ამ სოფლების მთლიანი მოსახლეობა და ეს კლასტერი, რომელიც თანდათან ძლიერდება დროულად ჩავახშოთ. გაფართოებული კვლევის ფარგლებში რამდენიმე ათასი ადამიანი დაიტესტება. გარდაბანში ინფიცირების პირველწყარო რამდენიმე შემთხვევაში ცნობილია, 3 შემთხვევაში კი ჯერჯერობით არ ვიცით,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ გუშინ, მედიასთან საუბრისას.

მიიღებენ თუ არა გარდაბნის მუნიციპალიტეტის ჩაკეტვის გადაწყვეტილებას, ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში დღეს იმსჯელებენ.





Print