საზოგადოება
ღია სივრცეში ღონისძიებებზე დამსწრეთა მაქსიმალური რაოდენობა 100 ადამიანით განისაზღვრა
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან დასაშვები გახდა ღია სივრცეში სოციალური ღონისძიებების (მათ შორის ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, რიტუალური ღონისძიებები და ა.შ.) ჩატარება, რომლებზე დამსწრეთა რეკომენდებული მაქსიმალური რაოდენობა 100 ადამიანით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
საბჭომ გასულ კვირას უკვე დაუშვა კულტურული ღონისძიებების ორგანიზება ღია სივრცეში, ასევე ნებადართული გახდა დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლის დაცვით.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო განაგრძობს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვებას და გადაწყვეტილებებს სხვა საქმიანობების გახსნაზე
ეტაპობრივად მიიღებს.




ტურისტული ტრანსპორტისთვის სტანდარტები დადგინდა



საქართველოში შიდა ტურიზმი გაიხსნა

Print