საზოგადოება
ხვალ 15 ივლისს შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი იხსნება
15 ივლისს შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი იხსნება. "დენდროლოგიური პარკი თავისი მასშტაბით, მცენარეთა უნიკალური და მრავალფეროვანი კოლექციითა და ორიგინალური განაშენიანებით სრულიად გამორჩეულია მთელ რეგიონში. 60 ჰექტარზე გაშენებული ბაღი, ადგილობრივი და მსოფლიო ეგზოტიკური ფლორის ათასობით სახეობას აერთიანებს. მცენარეთა უნიკალურ კოლექციასთან ერთად, პარკის ტერიტორიაზე მსოფლიოს ყველა კონტინენტის 58 სახეობის ფრინველი ბინადრობს.
მსურველებს პარკის დათვალიერება უფასოდ შეეძლებათ", - ინფორმაციას ამის შესახებ "ქართული ოცნება" ავრცელებს.


Print