ახალი ამბები
ნულიდან დაწყებული მცირე ბიზნესი - თვითდასაქმებული დევნილი ბორჯომში
ცხოვრება დევნილობაში და ნულიდან დაწყებული მცირე ბიზნესი. ინეზა ნარსია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირია. ბორჯომში, 27 წლის წინ დასახლდა. შემდეგ მეუღლე გარდაეცავალა და 3 შვილის დედას მარტო უწევს შვილებზე ზრუნვა. ჯერ ყველის გაყიდვა დაიწყო, შემდეგ ჭურჭელი შემოიტანა და ახლა თვითდასაქმებულია და ქალაქის ცენტრში საჩუქრების პატარა მაღაზია აქვს.

სახელმწიფოსგან დახმარების მიზნით საცხოვრებელი ბინა მიიღო, თუმცა სამომავლოდ სურს ჩაერთოს სხვა პროგრამებშიც და შეძლოს ბიზნესის განვითარება და საოჯახო სასტუმროს აშენება. ვრცლად ნახეთ სიუჟეტში.
Print