ახალი ამბები
სასმელი წყლის პრობლემა ბორჯომის საკურორტო ზონებში
სასმელი წყლის პრობლემაა ბორჯომის საკურორტო ზონებში. სოფელ ცემში 11 ოჯახი ყოველ ზაფხულს თითქმის უწყლოდ რჩება. წყლის ავზი, საიდანაც მათ წყალი მიეწოდებათ, კერძო საკუთრებაა და ადგილობრივები სოფლის საერთო ავზზე დაერთებას ითხოვენ. სოფელ ყვიბისში კი წყლის ხარისხი ამინდზეა დამოკიდებული, თუმცა მიმდინარეობს სისტემის რეაბილიტაცია და შესაძლოა ეს საკითხი მალე მოგვარდეს. ადგილობრივებს და დამსვენებლებს უხარისხო წყალი აწუხებთ დაბებშიც.
Print