Error
ახალი ამბები
რა დახმარება მიიღო და რით ვერ ისარგებლა სახელმწიფოსგან ბორჯომელმა ფერმერმა
ბორჯომელი ლევან ცინცქალაძე 8 ჰექტარ მიწას ამუშავებს. დათესილი აქვს ხილ-ბოსტნეული და წელს პირველ მოსავალს ელოდება. კორონავირუსის პანდემიამ საოჯახო ბიზნესი გარკვეული გამოწვევების წინაშე დააყენა, თუმცა შეძლეს სახელმწიფოსგან კონკრეტული სარგებლის მიღებაც. ერთადერთი, რაზეც მთავრობისგან დახმარება ვერ მიიღეს, ტექნიკაზე თანადაფინანსების მოპოვება იყო. ფერმერებმა მეორადი ტრაქტორი საკუთარი ხარჯებით შეიძინეს და ახლა ბიზნესის გაფართოებაზე ფიქრობენ. დაგეგმილი აქვთ სასათბურე მეურნეობის მოწყობა. მიღებული მოსავლის რეალიზებას კი ადგილობრივ ბაზარზე მოახდენენ.
Print