საზოგადოება
თურქეთში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები სარფში საპროტესტო აქციას მართავენ
თურქეთში, ქალაქ ქემალფაშაში დღიურ სამუშაოზე დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები საპროტესტო აქციას სარფში მართავენ. ისინი ითხოვენ ხელისუფლებამ მათ პანდემიის დროს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭოს და 300 - ლარიანი კომპენსაცია მიიღონ. აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად სარფი-ბათუმის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი რამდენიმე წუთით გადაკეტეს, ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილოზებული. ცენტრალური გზა ამ დროისთვის გახსნილია.
ადგილზე უფლებამდამცველი თამაზ ბაკურიძე მივიდა.
"100-მდე ქალი სამსახურის გარეშე დარჩა, ისინი თუქეთში ყოველდღიურ რეჟიმში გადადიოდნენ და ლუკმა - პურის ფულს შოულოდბდნენ. ხელისუფლებამ თქვა, რომ ასეთ ადამიანებს დაეხმარებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ მოქალაქეებს 300 ლარი არ მიუღია", - აცხადებს თამაზ ბაკურიძე

Print