საზოგადოება
არც ერთ მუნიციპალიტეტში არ არის დამტკიცებული რისკის მართვისა და საგანგებო მართვის გეგმები - აუდიტის სამსახური
მუნიციპალიტეტები, რომლებიც სისტემის ერთ-ერთ მთავარ პრევენციულ რგოლს წარმოადგნენ, ვერ უზრუნველყოფენ წყალდიდობების ეფექტიან პრევენციას. არც ერთ მუნიციპალიტეტში არ არის დამტკიცებული რისკის მართვისა და საგანგებო მართვის გეგმები, - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წყალდიდობით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების მართვის ეფექტიანობის ანგარიშშია აღნიშნული.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ სუსტია კოორდინაცია და თანამშრომლობა სისტემის სხვადასხვა სუბიექტს შორის. ბუნებრივი კატასტროფების მართვის კუთხით, უწყებების ორგანიზაციული ფუნქციები არ არის მკვეთრად გამიჯნული, ასევე არ არის დადგენილი მათ შორის შესაბამისი ინფორმაციის გაცვლის სტანდარტი და პერიოდულობა.

პრევენციული ღონისძიებების კუთხით არსებულ ნაკლოვანებებს შორისაა ის, რომ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ჭარბი ურბანიზაცია მდინარეების სანაპიროებზე. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით, სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონებში მშენებლობის ნებართვის გაცემისას საჭიროა საავტომობილო გზების დეპარტამენტის დასკვნა, აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ 2014-2019 წლებში დეპარტამენტმა ამ ტიპის მხოლოდ 7 განცხადება მიიღო და ფაქტობრივად მდინარეთა ნაპირებში მშენებლობები მათი ნებართვის გარეშე მიმდინარეობს.


აუდიტის სამსახურმა ასპინძის მუნიციპალიტეტში ხარვეზები გამოავლინა

რამდენმა კომპანიამ გაიარა სავალდებულო ფინანსური აუდიტი

Print