პოლიტიკა
,,წარმოდგენა არ აქვს რას ხელმძღვანელობს და რისი მინისტრია”-ამბობს გედევან ფოფხაძე ჯანდაცვის მინისტრზე
"პირდაპირ ვამბობ, რომ ეს ადამიანი თავისი თავის მხილებას გაურბის და ცდილობს ქვეყანას არ დაანახოს, რომ წარმოდგენა არ აქვს რას ხელმძღვანელობს და რისი მინისტრია", - ასე აფასებს ბორჯომისა და ასპინძის მაჯორიტარი დეპუტატი გედევან ფოფხაძე ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის უარს პარლამეტში მისვლაზე. "დამოუკიდებელმა დეპუტატებმა" ჯანდაცვის მინისტრი პარლამენტში ივნისის დასაწყისში დაიბარეს, თუმცა მან ვიზიტის ივნისის ბოლო კვირამდე გადადება ითხოვა. ივნისი უკვე იწურება, თუმცა ტიკარაძე პარლამენტში მისვლას ისევ არ აპირებს. ფოფხაძე ამბობს, რომ მათ ფრაქციას ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედის იმედი აღარ აქვს. მისი შეფასებით, მინისტრის მიერ ვიზიტისთვის თავის არიდება იმის ნიშანია, რომ იგი სიტუაციას ვერ ფლობს. აცხადებს გედევან ფოფხაძე.



გედევან ფოფხაძე - "ნაციონალური მოძრაობა" რომ დამთავრდეს, ამისთვის უნდა დამთავრდეს "ქართული ოცნება"


ხელისუფლებამ კორონავირუსი ფარად არ უნდა გამოიყენოს - გედევან ფოფხაძე


პოლიტიკაში ასეთი ადამიანები აღარ უნდა იყვნენ - გედევან ფოფხაძე მერაბიშვილზე
Print