ახალი ამბები
ბორჯომი-თბილისის მიმართულებით მგზავრობის ფასმა ერთი ლარით მოიმატა
დღეიდან, 8 ივნისიდან, ქვეყანაში შეზღუდვების გარკვეული ნაწილი მოიხსნა, მათ შორის იყო საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, რომელმაც მუშაობა განაახლა. ერთი ლარით გაძვირდა ბორჯომი-თბილისი მიმართულებით გადაადგილება.

20 სავარძლიან სამარშრუტო ტაქსებში მგზავრთა რაოდენობა არ შეზღუდულა, თუმცა ტრანსპორტით მოძრაობისას, მგზავრებს და მძღოლებს რეკომენდაციების გათვალისწინება ევალებათ.
Print