ახალი ამბები
კომპიუტერი აქვთ, ინტერნეტი არა - ინტერნეტის გარეშე დარჩენილი სოფლები ბორჯომში
სწავლა და მუშაობა დისტანციურ რეჟიმში და ბორჯომის სოფლები ინტერნეტის გარეშე. ინტერნეტზე მოთხოვნა პანდემიის დროს კიდევ უფრო გაიზარდა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა, თუმცა ამ ფონზე ბორჯომში არის სოფლები, რომელთა მცხოვრებლებს ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდებათ.

ჭობისხევი ერთ-ერთი მათგანია, სადაც არცერთი ინტერნეტპროვაიდერი არ მუშაობს.

საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამა, რომელიც სახელმწიფომ 2016 წელს, დაიწყო, ბორჯომის მუნიციპალიტეტში 14 სოფელს არ შეეხო.
Print